2021 წლის 20 აპრილს თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში 201-ე აუდიტორიაში 15:00 სთ-ზე ჩატარდება თსუ მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის“ დოქტორანტის - ხათუნა სოხაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვა.
სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევები ქალებში ჰიპერპროლაქტინემიის სხვადასხვა ფორმებით, მათი მართვის პრინციპები და მკურნალობის შედეგები“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ჯენარო ქრისტესაშვილი - მედიცინის დოქტორი, პროფესორი